Fundraiser for Fundraiser.ge - მხარდამჭერი კამპანია - იმისთვის რომ ჩვენმა პლატფორმამ შეძლოს განვითარება გვჭირდება მხარდაჭერა, რადგან შევძლოთ სხვა კამპანიების მოზიდვა, თუ მოგწონთ ჩვენი იდეა და პლატფორმა და გსურთ იხილოთ ჩვენი განვითარება DONATE
ამბავი ჩვენ შესახებ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა უამრავი საინტერესო პროექტის იდეა გვქონდა, თუმცა, განხორციელებისთვის საჭირო თანხები - არა. მივხვდით რომ უნდა შექმნილიყო ქართული Crowdfunding პლატფორმა, რომელიც ყველა იდეას შანსს მისცემდა. მართალია, სასწრაფოდ ვერ შეიქმნა, მაგრამ, რადგან შენ ახლა ამ ტექსტს კითხულობ, ნიშნავს იმას, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს და Fundraiser.ge მუშაობს. კონკრეტულად Fundraiser.ge-ზე მუშაობა 1 წლის წინ დავიწყეთ. ამ პერიოდში ვმუშაობდით პლატფორმაზე განსათავსებელ პროექტებზე, ვტესტავდით პროექტების სხვადასხვა მოდელებს, ვქმნიდით ამ პლატფორმას, საბოლოოდ, ამ ერთ წელში დაგროვილი გამოცდილებით, უკვე მზად ვართ, ვიყოთ მნიშვნელოვანი პროექტების ინიცირებისა და მათთვის საჭირო ინვესტიციების მოძიების პლატფორმა. გვინდა, იცოდე: Crowdfunding -ის მომხიბვლელობა იმაშია, რომ მხოლოდ პლატფორმის არსებობა მიზნის მიღწევისთვის არ არის საკმარისი. ამისთვის, შენი ჩართულობა და მხარდაჭერა გვჭირდება. რადგან, Fundraiser.ge-ის მეშვეობით, ჩვენ ერთად შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სამყარო, რომელიც წარმოგვიდგენია. ჩვენ ვქმნით თანამედროვე პლატფორმას, რომელიც თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გვანახოს საკუთარი იდეა, კამპანია და ჩვენი ყველას მხარდაჭერით განახორციელოს უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი. იდეის გაჩენის თანავე კი, გირჩევთ, კამპანია ჩვენთან დაიწყო!